Ⴜიგნი Ⴌესტან-Ⴃარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
«Ⴉწიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა
Ⴋოეწერა მზისა შუქსა: «Ⴌუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
Ⴋე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
Ⴀწ Ⴀსმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა».
«Ⴁედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
Ⴑჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
Ⴞატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
Ⴀწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!
«Ⴘენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
Ⴋაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია;
Ⴛოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
Ⴋანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
«Ⴋართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
Ⴜა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
Ⴂიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
Ⴋზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!»
«Ⴀსმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა;
Ⴙემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა!
Ⴂული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა;
Ⴋუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა»